ევროვიზია 2017-ის გამარჯვებულს გული გადაუნერგეს
ევროვიზია 2017-ის გამარჯვებულს გული გადაუნერგეს

ევროვიზია 2017-ის გამარჯვებულ სალვადორ სობრალს გული გადაუნერგეს, – ამის შესახებ The Telegraph წერს. გამოცემის ცნობით, 27 წლის სობრალს ოპერაცია ლისაბონში, 8 დეკემბერს ჩაუტარდა. მომღერალი ოპერაციას საავადმყოფოში სამი თვის განმავლობაში ელოდებოდა.

ექიმების ცნობით, პაციენტმა ოპერაცია კარგად გადაიტანა და მას ხანგრძლივი სარეაბილიტაციო კურსი სჭირდება.

სალვადორ სობრალმა წლევანდელი ევროვიზია სიმღერით Amar pelos dois მოიგო.