გულიაშვილის „რასინგი“ ლა ლიგაში თოთხმეტწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა #1TVSPORT
გიორგი გულიაშვილის სანტანდერის „რასინგმა“ ესპანეთის ლა ლიგა 2-ში „ვალიადოლიდი“ 4:1 დაამარცხა და ახალი სეოზნიდან მთავარ ესპანურ ლიგაში ითამაშებს.
ქართველი თავდამსხმელისთვის ლა ლიგა 2-ის მე-ტურის ეს თამაში უიღბლო გამოდგა. გიორგი მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო, მაგრამ 23-ე წუთზე დაშავდა და მოედნის დატოვება მოუხდა.
საბოლოოდ, სანტანდერის გუნდმა სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე 78 ქულა დააგროვა და კონკურენტებისთვის, „ლა კორუნია დეპორტივოსა“ (71 ქულა), „ალმერიასთვის“ (71 ქულა) მიუწვდომელი გახდა და 14 წლის შემდეგ ლა ლიგაში დაბრუნდა.