გულიაშვილი ტრავმის შემდეგ დაბრუნდა და ესპანეთის ლა ლიგაში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა #1TVSPORT

23:48, 28.08.2026

ესპანეთის ლა ლიგაში გიორგი გულიაშვილის დებიუტი შედგა – 24 წლის თავდამსხმელის სანტანდერისრასინგმა“ „ელჩეს“ უმასპინძლა და 3:2 დაამარცხა.

შეხვედრა სანტანდერელებმა შესანიშნავად დაიწყეს და პირველივე ტაიმში დიდი უპირატესობა მოიპოვეს – 21 წლის მაროკოელმა თავდამსხმელმა იასირ ზაბირმა ჰეთთრიკი შეასრულა – 3:0.

მეორე ტაიმში „ელჩემ“ მასპინძლებს ორჯერ გაუტანა – თავი ბუბა სანგარემ და ფერ ნინომ გამოიჩინეს, მაგრამ საბოლოოდ სტუმრებმა თამაშის გადარჩენა ვერ მოახერხეს.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი, რომელიც 16 მაისის შემდეგ გუნდს ტრავმის გამო ვერ ეხმარებოდა, მოედანზე 69-ე წუთზე შევიდა.

მსგავსი