გუჯა ლოჯანიძემ „ჟენისთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა #1TVSPORT
გუჯა ლოჯანიძემ „ჟენისთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა #1TVSPORT

„ლობო ჩვენთან რჩება. სიამოვნებით გაცნობებთ, რომ ელგუჯა ლობჟანიძესთან კონტრაქტი 2026 წლის ბოლომდე გაგრძელდა,“ – წერია ყაზახური კლუბის, „ჟენისის“ გავრცელებულ ცნობაში.

33 წლის ქართველმა თავდამსხმელმა „ჟენისის“ შემადგენლობაში 2025 წელს ყაზახეთის პრემიერლიგაში 11 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა. გუჯა ლობჟანიძეს ყაზახეთში სხვა კლუბებშიც უთამაშია – „ტარაზში“, „კაისარში“, „ტობოლში“ და „კიზილჟარში“.

2017-2020 წლებში ვლადიმირ ვაისი საქართველოს ნაკრებში სისტემატურად იწვევდა და „ჯვაროსნების“ ფორმით 11 შეხვედრა ჩაატარა.