გუჯა ლობჯანიძე - მიკავშირდებიან და სხვადასხვა ჩემპიონატში გადასვლას მთავაზობენ
გუჯა ლობჯანიძე - მიკავშირდებიან და სხვადასხვა ჩემპიონატში გადასვლას მთავაზობენ
ყაზახეთში საფეხბურთო სეზონი მთავრდება, გუჯა ლობჯანიძეს კი „თარაზთან“ კონტრაქტი უმთავრდება. დარჩება თუ არა გუნდში, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ჯერ არ იცის – ამის შესახებ ფეხბურთელმა საქართველოს პირველ არხთან განაცხადა.
 
„გუნდთან ხელშეკრულება მალე მიმთავრდება, მაგრამ წინასწარ ვერ ვიტყვი, დავრჩები თუ არა. მიკავშირდებიან და მეკითხებიან, ვარ თუ არა დაინტერესებული ამა თუ იმ ჩემპიონატში თამაშით და იქ გადასვლას მთავაზობენ, თუმცა ჯერ არაფერი გადამიწყვეტია“ – ამბობს გუჯა ლობჟანიძე.
27 წლის თავდამსხმელს ვლადიმირ ვაისი ენდო და საქართველოს ნაკრების ბოლო ორ შეხვედრაში თავის გამოჩენის შანსი მისცა.
„გოლებს საკუთარ თავს მე ყველაზე მეტად ვითხოვ. დრო არის საჭირო. წნეხი კი ნამდვილად არ არის. ნაკრებში თამაში და გოლის გატანა დიდი პატივი, ვალდებულება და სიამაყეა. ვიმედოვნებ, სატრანსფერო ამბები კარგად იქნება და ისეთ გუნდში არ წავალ, რომ ჩემი გამოძახება ეჭვქვეშ დადგეს“ – აცხადებს ლობჯანიძე.