გუგული მაღრაძე - შსს-ს ჩანაწერი #არაჩადებას! ნიშნავს, რომ სახელმწიფო ღიაა კრიტიკისთვის 
გუგული მაღრაძე - შსს-ს ჩანაწერი #არაჩადებას! ნიშნავს, რომ სახელმწიფო ღიაა კრიტიკისთვის 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გუგული მაღრაძის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩანაწერი #არაჩადებას! ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ ისეთი სახელმწიფო, რომელიც ღიაა კრიტიკისთვის.

როგორც გუგული მაღრაძემ აღნიშნა, სახელმწიფო ცდილობს, რომ მაქსიმალურად აღმოფხვრას თუ რაიმე გადაცდომა არსებობს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩანაწერი #არაჩადებას! ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ ისეთი სახელმწიფო, რომელიც ღიაა კრიტიკისთვის. სახელმწიფო ცდილობს, რომ მაქსიმალურად აღმოფხვრას თუ რაიმე გადაცდომა არსებობს. შეიძლება ასეთ მოვლენებს ჰქონდა ადგილი, მაგრამ მთვარია, ეს არ არის სისტემური ხასიათის. შეიძლება, არსებობდეს რამდენიმე ადამიანი, რომელსც კარიერული წინსვლისთვის გამოყენებული ჰქონდა მსგავსი რამ. ზუსტად ეს ჩანაწერი მიუთითებს იმას, რომ ჩვენ ვართ ღია ტიპის ხელისუფლება. არასდროს არ ხარ დაცული, რომ ორგანიზაციაში ვინმეს ჰქონდეს გადაცდომა”, – განაცხადა გუგული მაღრაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციას – „არაჩადებას“ შეურთდა.