„გუგლმა“ კიბერუსაფრთხოების ახალი სამოქმედო ჯგუფი შექმნა
„გუგლმა“ კიბერუსაფრთხოების ახალი სამოქმედო ჯგუფი შექმნა

„გუგლმა“ კიბერუსაფრთხოების ახალი სამოქმედო ჯგუფი შექმნა, რომელიც მთავრობების, კრიტიკული ინფრასტრუქტურისა და სხვა ტიპის კომპანიების წინააღმდეგ მიმართულ კიბერშეტევებს თავიდან აირიდებს და მათზე რეაგირებას მოახდენს.

კიბერუსაფრთხოების სამოქმედო ჯგუფი კომპანიის კიბერუსაფრთხოების ექსპერტებით დაკომპლექტდება. ჯგუფი მომხმარებელს ინციდენტებზე რეაგირების სერვისებსა და საკონსულტაციო მომსახურებას მიაწვდის, რათა ჰაკერების მოქმედებები მაქსიმალურად შეიზღუდოს.

„კიბერუსაფრთხოება დღის წესრიგის სათავეშია იმის გათვალისწინებით, რომ იზრდება პროგრამული უზრუნველყოფის მიწოდების ჯაჭვი, ასევე მავნე პროგრამებისა და სხვა ტიპის თავდასხმები“, – განაცხადა Google Cloud-ის აღმასრულებელმა დირექტორმა თომას კურიანმა.