Google 2018 წლის ივნისიდან კრიპტოვალუტის რეკლამებს აკრძალავს
Google 2018 წლის ივნისიდან კრიპტოვალუტის რეკლამებს აკრძალავს

Google 2018 წლის ივნისიდან კრიპტოვალუტის რეკლამებს აკრძალავს. ინფორმაციას უცხორი მედია ავრცელებს. საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, კომპანიამ გადაწყვეტილება ოთხშაბათს, ე.წ. „ცუდი რეკლამის“ ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას მიიღო. „ცუდი რეკლამის“ პოლიტიკა Google-ის ქსელიდან მოტყუებითი რეკლამების წაშლას გულისხმობს.

„ჩვენ ვერ ვხედავთ რა მიმართულებით შეიძლება წავიდეს კრიპტოვალუტის მომავალი, მაგრამ უკვე დავინახეთ საკმარისი რაოდენობის მომხმარებელი, რომელმაც ზიანი მიიღო, ან პოტენცია იმისა, რომ შეიძლება მომავალში მიიღოს ეს ზიანი. შესაბამისად, ეს არის ის საკითხი, რომელსაც უკიდურესი სიფრთხილით უნდა მივუდგეთ“, – განაცხადა კომპანია Google-ის რეკლამების დირექტორმა, სკოტ სპენსერმა.

შეგახსენებთ, რომ მსგავსი ნაბიჯი იანვარში უკვე გადადგა სოციალურმა ქსელმა Facebook-მა და განმარტა, რომ საჭიროა შეწყდეს ისეთი კომპანიებისგან რეკლამების გავრცელება, რომლის მთავარი მიზანი მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა და მოტყუებაა.