გუგეშაშვილის პაოკ-ი ევროპა ლიგაზე ითამაშებს, კაშიას „სლოვანი“ - კონფერენს ლიგაზე #1TVSPORT
გუგეშაშვილის პაოკ-ი ევროპა ლიგაზე ითამაშებს, კაშიას „სლოვანი“ - კონფერენს ლიგაზე #1TVSPORT

ევროპა ლიგის პლეი ოფში გურამ კაშიას „სლოვანი“ „იანგ ბოიზთან“ მეორედაც დამარცხდა (2:3) და კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს.

სლოვაკეთის ჩემპიონმა ბრატისლავაში გამართული პირველი მატჩი 0:1 დათმო და ფავორიტად შვეიცარიული გუნდი მიიჩნეოდა, რომელმაც სტატუსი გაამართლა – 3:2 მოიგო და ევროპა ლიგის ჯგუფში მოხვდა.

კაშია „სლოვანის“ ძირითად შემადგენლობაში იყო, მაგრამ 56-ე წუთზე ნახევარმცველ ტოლიჩით შეცვალეს. ვლადიმირ ვაისის გუნდი ორი მატჩის ჯამში 2:4 (0:1, 2:3) დამარცხდა და კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს.

ლუკა გუგეშაშვილის პაოკ-მა ხორვატულ „რიეკას“ სტუმრად 0:1 წაგებული მატჩის შემდეგ საკუთარ მოედანზე 5:0 სძლია და ევროპა ლიგის ჯგუფში გავიდა.

საქართველოს ნაკრების მეკარეს არ უთამაშია.