გუგა ფალავანდიშვილი პოლონურ ბელსკო-ბიალას „პოდბესკიზეში“ ითამაშებს. 24 წლის საყრდენმა ნახევარმცველმა ახალ კლუბთან კონტრაქტი წელიწადნახევრით გააფორმა.
ფალავანდიშვილის ახალი გუნდი პოლონეთის პირველ დივიზიონში გამოდის და 24 ქულით მხოლოდ მე-12 ადგილზე იმყოფება.
გასული სეზონი ეროვნული ლიგის ერთ-ერთმა საუკეთესო ნახევარმცველი ქუთაისის „ტორპედოს“ ღირსებას იცავდა და გუნდთან ერთად ქვეყნის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
იანვრის დასაწყისში ფალავანდიშვილი კვიპროსზე გაემგზავრა და კონტრაქტი ახნას „ეთნიკოსთან“ უნდა გაეფორმებინა, მაგრამ ეს ვარიანტი ჩაიშალა და პოლონეთში გაემგზავრა.