გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციისას არქეოლოგები ძველი თბილისის ცხოვრების დეტალებს გადააწყდნენ [ფოტო]

გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციისას ისტორიული შენობების სარდაფებში არქეოლოგები ძველი თბილისის ცხოვრების დეტალებს გადააწყდნენ.

სარდაფებიდან მიწის გატანის შედეგად, სახლების ნული სართულების ის ნაწილები გამოჩნდა, რომლებსაც თბილისელები საუკუნის წინ ყოველდღიურად იყენებდნენ.

მიწით დაფარულ დარბაზებში ამ დროისთვის არქეოლოგებმა ხუთი ღვინის ქვევრს, ორ თონეს და ნასახლარებს მიაგნეს, რომელიც შუა საუკუნეებით თარიღდება და ნიშნავს, რომ მიწის ქვეშ, ამ ქალაქის ისტორიულ ნაწილში ადამიანები ბევრად ადრე სახლობდნენ, ვიდრე კულტურული მემკვიდრეობის ნაგებობებში, რომელიც მე-18 და მე-19 საუკუნეებითა დათარიღებული.

თბილისის განვითარების ფონდი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგნტოსთან ერთად პროექტ „ახალი თბილისის“ ფარგლებში ახორცეილებს.

გუდიაშვილის მოედნის სრული რეაბილიტაცია 2019 წელს დასრულდება. 30 -ზე მეტი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე 30 ნაგებობა პირვანდელ სახეს დაიბრუნებს.