გუდიაშვილის მოედანზე დაახლოებით 20-ზე მეტი ისტორიული კულტურული ძეგლის რეაბილიტაცია იგეგმება 

10:56, 20.02.2018

გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია ორი წელი გაგრძელდება და გუდიაშვილზე მდებარე დაახლოებით 30 მისამართისა და 20-ზე მეტი ისტორიული კულტურული ძეგლის რეაბილიტაციას მოიცავს, – ამის შესახებ საკრებულოში, ფრაქცია “ევროპულ საქართველოსთან” შეხვედრაზე „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა გიორგი ბაიდარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გუდიაშვილის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება შესაძლებელია ორი კვირის განმავლობაში დაიწყოს.

„გუდიაშვილის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაახლოებით ორ წელი გაგრძელდება და გუდიაშვილზე მდებარე დაახლოებით 30 მისამართს, მათ შორის 20-ზე მეტ ისტორიულ კულტურულ ძეგლის რეაბილიტაციას მოიცავს. უშუალოდ გუდიაშვილის მოედნის მიმდებარე არეალში მცხოვრები მოსახლეობის დიდი ნაწილი ავარიული ბინებიდან დიდი ხნის წინ გაიყვანეს, ნაწილი რომელთა სიცოცხლესაც საფრთხე არ ემუქრებოდა დაბრუნებულები არიან”, – განაცხადა გიორგი ბაიდარაშვილმა.

მსგავსი