გუდაუთაში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მესამე კლასის მოსწავლე დაიღუპა
გუდაუთაში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მესამე კლასის მოსწავლე დაიღუპა

ოკუპირებულ აფხაზეთში, გუდაუთის რაიონის სოფელ ხუაპში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მესამე კლასის მოსწავლე დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, მეექვსე კლასის მოსწავლემ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა, რის შედეგადაც მესამე კლასის მოსწავლე სასიკვდილოდ დაიჭრა.

როგორც მედიაში თვითმხილველებზე დაყრდნობით წერენ, მოკლული ბიჭი სახლში სათამაშოდ შევიდა, მასპინძელმა ბიჭმა მამის კუთვნილი შაშხანა დაუკითხავად აიღო და გაისროლა. დაღუპულს ტყვია თავის არეში მოხვდა და ადგილზე გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, მომხდარის დროს სახლში უფროსები არ იმყოფებოდნენ.

დატოვე კომენტარი