გუდაურში ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულოს შენობებზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია
გუდაურში ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულოს შენობებზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია

გუდაურში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულების შენობებზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, 30 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 29 ივლისს, გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენის დროს ორი პირი კლდოვან ფერდობზე ჩამოვარდა. სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდა ეკიპაჟის ოთხი წევრი, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორი მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ორი მედიკოსი. ვერტმფრენში მყოფი რვავე პირი დაიღუპა. ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდნენ: მაშ­ვე­ლე­ბი – კახა ტორ­ჩი­ნა­ვა და გი­ორ­გი მარ­გი­ა­ნიმფრი­ნა­ვე­ბი – ანდრო ქუჯოშვილილე­ვან ჩო­ხე­ლი, ზაზა ლო­რია, დიმა ქა­ა­ძეექი­მები – ქეთი გუ­ლა­გაშ­ვი­ლი და გიორგი ვენეც­კი.

ასევე დაიღუპა უცხოელი ტურისტიც, ვის საშველადაც ტარდებოდა სამაშველო ოპერაცია. ამასთან, პარაპლანის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებული ინსტრუქტორი კლინიკაში გადაიყვანეს.

გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო, 30 ივლისი ქვეყანაში გლოვის დღედ არის გამოცხადებული.