გუდაურში სნოუბორდ კროსის დისციპლინაში მსოფლიო თასის ეტაპის გამარჯვებულები გამოვლინდნენ #1TVSPORT
გუდაურში სნოუბორდ კროსის დისციპლინაში მსოფლიო თასის ეტაპი მიმდინარეობს. აღნიშნული შეჯიბრი გუდაურში პირველად ტარდება, რომელშიც 17 ქვეყნის 90-მდე სპორტსმენი მონაწილეობს.
დღეს ტურნირზე გამოვლინდნენ გამარჯვებულები და პრიზიორები. სნოუბორდ კროსის დისციპლინაში მსოფლიო თასის ეტაპის გამარჯვებული ქალთა შორის ფრანგი ქლოე ტრესბუში გახდა, კაცებში კი პირველობა არავის დაუთმო კანადელმა ელიოტ გრონდინმა.
ხვალ, 4 თებერვალს სნოუბორდის ამავე დისციპლინაში მსოფლიო თასის ეტაპის მორიგი გამარჯვეულები გამოვლინდებიან.
შეჯიბრების ფინალურ ეტაპს საქართველოს პირველი არხი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.