საქართველოს ჩემპიონატი გუდაურში, სკი და სნოუბორდ კროსში [ვიდეო] #1TVSPORT

გუდაურმა კროსის სახეობის საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლა. სკი და სნოუბორდ კროსის შეჯიბრებებში მონაწილეობა 55-მა სპორტსმენმა მიიღო. მათ შორის იყვნენ სვანეთის, ბაკურიანის, გუდაურისა და თბილისის სპორტსკოლების წარმომადგენლები.

უამინდობის გამო შეჯიბრის ფინალური ნაწილი ვერ შედგა, თუმცა საშეჯიბრო ტრასის სირთულისა და რთული კლიმატური პირობების მიუხედავად იყვნენ მონაწილეებიც რომლებიც ტურნირის ნახევარფინალში მოხვდნენ. შესაბამისად მონაწილეებს გადაეცათ სიმბოლური საჩუქრები მათი წარმატების მიხედვით.

სათხილამურო კროსის გამარჯვებულებს შორის იყვნენ ლუკა დულათი, ალეკო ჯაფარიძე, ლევან ნაზღაიძე, ბესო ჩართოლანი, ლაშა კურტანიძე, ბექა ბერძენიშვილი, ჩირო გავა და ზუკა ბაქრაძე. სნოუბორდ კროსში ნახევარფინალში მოხვდნენ ჯაბა სხვედიანი, ბაქარ მუშკუდიანი, ვაკო ზაქაიძე, მიკოლაი ბეკასიაკი და ნარნუკი.

 

დატოვე კომენტარი