გუდაურში საზაფხულო სეზონი 29 ივნისს გაიხსნება
გუდაურში საზაფხულო სეზონი 29 ივნისს გაიხსნება

გუდაურში საზაფხულო სეზონი 29 ივნისს გაიხსნება. ინფორმაციას ამის შესახებ „მთის კურორტების განვითარების კომპანია ავრცელებს.

ზაფხულის სეზონზე კობი-გუდაურის საბაგიროები ყოველდღიურ რეჟიმში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე იმუშავებს.

„მთის კურორტების განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის აუცილებელია, ზამთრის კურორტები გახდეს ოთხ სეზონური. სწორედ ამ მიმართულებით კურორტზე ფუნქციონირებს საერთაშორისო დონის 5000-მეტრიანი ველობილიკი, რომელიც გათვლილია, როგორც პროფესიონალი ველომრბოლელებისთვის, ასევე მოყვარულებისთვის“, – ნათქვამია „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ინფორმაციაში.