გუდაურში სათხილამურო სეზონი ოფიციალურად იხსნება [ფოტო]
გუდაურში სათხილამურო სეზონი ოფიციალურად იხსნება [ფოტო]

გუდაურში სათხილამურო სეზონი ოფიციალურად იხსნება. საზეიმო ცერემონია კურორტის დაარსების 30 წლისთავს დაამთხვიეს.

გახსნის ცერემონიას პრემიერ-მინისტრი, ეკონომიკის მინისტრი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და მთის კურორტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელები დაესწრებიან.

ზამთრის სეზონის გახსნასთან დაკავშირებით მანათობელი კოსტიუმების შოუ, გასართობი თამაშები, ფოტოზონები და სხვა აქტივობები მოეწყობა.

გუდაურში ილუმინაციის სინთეზის თანხლებით Gio Shengelia-ს, Jino-ს, Sander-ის და Nika J-ის კონცერტი გაიმართება. სტუმრებისთვის გათამაშდება სპეციალური პრიზები.

გუდაური 30-ე იუბილეს სიახლეებით ხვდება. კურორტზე ექვსი ახალი საბაგირო აშენდება, რეკონსტრუქცია ჩაუტარდება „ძველი კუდებისა“ და „საძელეს“ საბაგიროებს. ახალი საბაგიროების მშენებლობით კურორტზე 3.5-ჯერ გაიზრდება გამტარუნარიანობა.

დამატებითი საბაგიროების მშენებლობასა და არსებულის რეკონსტრუქციის შემდეგ, სასრიალო არეალი 20%-ით გაიზარდა. კურორტზე ასევე მიმდინარეობს, ხელოვნური გათოვლიანების სისტემის მე-2 ფაზის მშენებლობა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელმძღვანელობით, რამდენიმე მსხვილი პროექტი მიმდინარეობს. კობი-გუდაურის საბაგიროების მშენებლობა, რომელიც 7.5 მ. სიგრძისაა, კობი-გუდაურის საბაგირო გზის მშენებლობით, გუდაური-კობი -ყაზბეგი ერთ კლასტერად იქცევა.

ახალი საბაგიროები  „სოლიკო“ და „კუდები“ ღია  “ბაბლის” ტიპის ექვსადგილიანი იქნება, რაც მგზავრის სიცივისგან დაცვას უზრუნველყოფს, ხოლო  საბაგირო „პირველი“ ღია, ასევე ექვსადგილიანი.  საბაგირო ,,პირველის“ და  “სოლიკოს“  გამტარუნარიანობა საათში 2800 მგზავრი, ახალი ,,კუდების“ კი 2200 მგზავრი იქნება.