გუდაურში საცხოვრებელი კორპუსის პარკინგის კედელი ჩამოინგრა [ფოტო]
გუდაურში საცხოვრებელი კორპუსის პარკინგის კედელი ჩამოინგრა [ფოტო]

ახალ გუდაურში, სამშენებლო კომპანია „რედკო“-ს საცხოვრებელი კორპუსის პარკინგის ფილა ჩამოინგრა, – ამის შესახებ პირველ არხს სამშენებლო კომპანიაში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, პარკინგი კონსტრუქციულად არ არის დაკავშირებული საცხოვრებელ შენობებთან, ამიტომ აღნიშნული დაზიანება გავლენას ვერ მოახდენს საცხოვრებელ ნაწილზე.

„დღეს მომხდარ შემთხვევას, რომელიც უკავშირდება არსებული პარკინგის ფილის დაზიანებას, გაცნობებთ, რომ შენობები ლოფტ 1 და ლოფტ 2 კონსტრუქციულად არ არის დაკავშირებული აღნიშნულ პარკინგთან და წარმოადგენენ ცალკე მდგომ ობიექტებს. შესაბამისად, პარკინგის დაზიანება გავლენას ვერ მოახდენს აღნიშნულ შენობებზე და მათ კონსტრუქციულ ნაწილზე.

რაც შეეხება დაზიანებულ პარკინგს, დაზიანების მიზეზებს უკვე სწავლობს ჩვენ მიერ გაგზავნილი სპეციალისტების ჯგუფი, კვლევის შედეგებს გაგაცნობთ მოგვიანებით. დაზიანებული ნაწილის აღდგენას კომპანია უმოკლეს ვადაში უზრუნველყოფს“ – აცხადებენ კომპანიაში.