გუდაურში საბაგიროების მუშაობა დღეს სრულად აღდგა
გუდაურში საბაგიროების მუშაობა დღეს სრულად აღდგა

მთის კურორტების განვითარების კომპანიის ინფორმაციით, გუდაურში საბაგიროების მუშაობა დღეს სრულად აღდგა.

„გუშინ მწყობრიდან გამოვიდა საბაგიროებისთვის განკუთვნილი ელექტროსისტემა. აღნიშნული ავარიის გამო, კურორტზე საბაგიროს მუშაობა დროებით შეჩერდა, რისთვისაც კიდევ ერთხელ ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მთის კურორტების განვითარების კომპანიის ცნობით, ძლიერი ქარის გამო, დღეს „საძელე“ და „კუდები“ დროებით გამორთულია და სასრიალო გზების უკეთესი ხარისხის მისაღწევად, მთელი დღის განმავლობაში მთაზე ტექნიკა იმუშავებს.