გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებული მერაბ კობიაშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა
გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებული მერაბ კობიაშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა

გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებული მერაბ კობიაშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა.

ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს მისმა ადვოკატმა დაუდასტურა.

კობიაშვილს 9-თვიანი პატიმრობის ვადა უახლოეს დღეებში ეწურებოდა, რის გამოც სასამართლომ მისი ადვოკატების მოთხოვნა დააკმაყოფილა და ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიება მოუხსნა.

აღნიშნული საქმის არსებითი განხილვა ნაფიცი მსაჯულების მიერ მოხდება. პროცესი გორის რაიონულ სასამართლოში გაიმართება.

შეგახსენებთ, 16 თებერვალს გუდაურში ერთი ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მერაბ კობიაშვილი დააკავეს. ასევე, პროკურატურამ მერაბ კობიაშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალი ექვს პირს წარუდგინა.