გუდაურში მკვლელობის საქმეზე ბრალდებული მერაბ კობიაშვილის საქმეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განიხილავს
გუდაურში მკვლელობის საქმეზე ბრალდებული მერაბ კობიაშვილის საქმეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განიხილავს

გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებული მერაბ კობიაშვილის საქმეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განიხილავს. აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება მცხეთის რაიონულმა სასამართლომ მიიღო. სხდომა დისტანციურ რეჟიმში გაიმართა.

საქმის არსებითი განხილვა 25 მაისიდან დაიწყება და სხდომები გორის რაიონულ სასამართლოში ჩატარდება.

ახალგაზრდა მამაკაცი გუდაურში 16 თებერვალს მოკლეს, ერთი კი, დაჭრეს. განზრახ მკვლელობის და მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მერაბ კობიაშვილია დაკავებული. ასევე, პროკურატურამ მერაბ კობიაშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალი ექვს პირს წარუდგინა.

დატოვე კომენტარი