გუდაურში კაფე „ვიტამინი“ დაიწვა [ვიდეო]

14:55, 25.05.2020

გუდაურში კაფე „ვიტამინი“ დაიწვა. ხანძრის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში ვრცელდება.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც საქართველოს პირველ არხს კაფე „ვიტამინის“ მენეჯერმა, გიგი თევზაძემ განუცხადა, ხანძრის მიზეზები მისთვის უცნობია. მას იმედი აქვს, რომ სამართალდამცველები ხანძრის მიზეზს გაარკვევენ.

მსგავსი