გუდაურში დღეს დიპლომატიური სათხილამურო შეჯიბრი გაიმართა [ფოტო]
გუდაურში დღეს დიპლომატიური სათხილამურო შეჯიბრი გაიმართა [ფოტო]

გუდაურში დღეს დიპლომატიური სათხილამურო შეჯიბრი (DipSki 2019) გაიმართა. ტურნირი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივითა და მთის კურორტების განვითარების კომპანიის ჩართულობით ჩატარდა.

დიპლომატიური სათხილამურო შეჯიბრი DipSki 2017 წლიდან იმართება და მისი მიზანია საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების პოპულარიზაცია.

DipSki 2019-ში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საგარეო საქმეთა სამინისტროს, მინისტრთა კაბინეტისა და საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა. ტურნირის გამარჯვებულებს სპეციალურად ღონისძიებისთვის დამზადებული ჯილდოები გადაეცათ.