გუდაურში ახალი საბაგიროს აშენება იგეგმება, რომლითაც საათში 1 800 მგზავრის გადაყვანა იქნება შესაძლებელი
გუდაურში ახალი საბაგიროს აშენება იგეგმება, რომლითაც საათში 1 800 მგზავრის გადაყვანა იქნება შესაძლებელი

გუდაურში ახალი საბაგიროს აშენებას ვგეგმავთ, რომლის გამტარუნარიანობა საათში – 1 800 მგზავრი, ხოლო სიგრძე 2 800 მეტრი იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, გუდაურის ორ სასრიალო ტრასაზე გათოვლიანების სისტემა დამონტაჟდება, რაც კიდევ უფრო მეტი კომფორტი იქნება დამსვენებლებისთვის.

„გუდაურში ვგეგმავთ ახალი საბაგიროს აშენებას. მისი გამტარუნარიანობა საათში – 1 800 მგზავრი, ხოლო სიგრძე 2 800 მეტრი იქნება. ასევე, დავამონტაჟებთ გათოვლიანების სისტემას გუდაურის ორ სასრიალო ტრასაზე, რაც კიდევ უფრო მეტი კომფორტი იქნება ჩვენი დამსვენებლებისთვის, მოქალაქეებისთვის, მათ შორის ისეთ სეზონზე, როცა თოვლის არასაკმარისი რაოდენობაა. გათოვლიანების სიტემა დაეხმარება და უფრო კომფორტულად დაისვენებენ ჩვენი მოქალაქეები და არა მხოლოდ მოქალაქეები, ტურისტებიც“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.