გუდაურის კარანტინის სივრცეები 67-მა მოქალაქემ დატოვა
გუდაურის კარანტინის სივრცეები 67-მა მოქალაქემ დატოვა

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, დაბა გუდაურში მოწყობილი საკარანტინო სივრცეები, რომელიც განთავსებულია სასტუმროებში „გუდაური ლოჯი“, „ალპინა“ და „ბესტ ვესტერნი“, 67-მა მოქალაქემ დატოვა.

ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ისინი 14-დღიანი საკარანტინო პერიოდის განმავლობაში ექიმთა მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ და ოჯახებს ჯანმრთელი დაუბრუნდნენ. თითოეულმა მათგანმა საკარანტინე სივრცის დატოვებამდე სამედიცინო შემოწმება გაიარა. მათი წასვლის შემდეგ საკარანტინო ზონის ტერიტორიაზე, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. მათი ტრანსპორტირება ადგილობრივმა თვითმმართველობამ უზრუნველყო.

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შექმნილი მთავრობის უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებითა და მთავრობის დადგენილების შესაბამისად, ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ორგანიზებას უწევს საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში საკარანტინო სივრცეების ორგანიზებას. ბოლო მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით, კარანტინის რეჟიმში 4981 ადამიანი იმყოფება, რომლებიც 83 სასტუმროში არსებულ საკარანტინო სივრცეებში არიან განთავსებული. კარანტინის ვადა სულ 13564 ადამიანს ამოეწურა.

დატოვე კომენტარი