გუდაური-კობის საბაგიროს მშენებლობა ერთ წელიწადში დასრულდება
გუდაური-კობის საბაგიროს მშენებლობა ერთ წელიწადში დასრულდება

გუდაური-კობის ახალი საბაგიროს მშენებლობა 2018 წლის 10 დეკემბრისთვის დასრულდება, – ამის შესახებ პირველ არხს კომპანია „ფერის“ წარმომადგენელმა გია მუჯირმა განუცხადა.

მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის გუდაურში მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაო, ანძების მონტაჟი კი გაზაფხულიდან დაიწყება. სამუშაოს კომპანია „ფერი“ ფრანგულ „პომა“-სთან ერთად შეასრულებს.


საბაგირო გზის საერთო სიგრძე 7.5 კილომეტრია. მშენებლობის შემდეგ გუდაურიდან კობის მიმართულებით გადაადგილება საბაგიროთი იქნება შესაძლებელი, მოხდება ახალი ტერიტორიების ათვისება და გახანგრძლივდება სათხილამურო ტურისტული სეზონი.


2018 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მშენებლობისთვის 60 მილიონი ლარის გამოყოფა იგეგმება.

დატოვე კომენტარი