გუდაური-კობის გზის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

23:42, 24.03.2018

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ინტენსიური ნალექის გამო ზვავსაშიშროებაა.

როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, ამის გამო, გზის ამ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის (ფოსტა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაუჩერებლად გავლის რეჟიმში განხორციელდება.

მსგავსი