გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო მოძრაობა აკრძალულია
გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო მოძრაობა აკრძალულია

გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო მოძრაობა აკრძალულია.

როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაშია ნათქვამი, ზვავის საფრთხე ტემპერატურის მკვეთრ მატებას უკავშირდება.

„საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ტემპერატურის მკვეთრი მატების გამო ზვავსაშიშროების საფრთხის დონე გაიზარდა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, – ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.