გუდაური-კობის გზის მონაკვეთზე მოძრაობა თავისუფალია

16:39, 23.12.2020

გუდაური-კობის გზის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა თავისუფალია. ინფორმაციას ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა თავისუფალია“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი