გუბერნატორის ინფორმაციით, უკრაინის საზღვართან მდებარე ბელგოროდის ოლქში, საარტილერიო თავდასხმის შედეგად, დაიღუპა ერთი და დაშავდა 12 ადამიანი
უკრაინის საზღვართან მდებარე ბელგოროდის ოლქში, საარტილერიო თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 12 დაშავდა.
ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის თქმით, თავდასხმა უკრაინის მხრიდან კვირას, ღამით განხორციელდა და რამდენიმე შენობა და ავტომობილი დაზიანდა. თავდასხმის ერთ-ერთი სამიზნე – თავად ბელგოროდი, მეორე კი კრასნაია იარუგას დასახლება გახდა.