გუბაზ სანიკიძე - ნოე ჟორდანიას ბრალია, რაც ამ ქვეყანას მთელი მე-20 საუკუნე სჭირდა, რაც ემიგრაცია იყო, ისეთი პრეზიდენტი გვყავს
ნოე ჟორდანიას ბრალია, რაც ამ ქვეყანას მთელი მე-20 საუკუნე სჭირდა – რაც ემიგრაცია იყო, ისეთი პრეზიდენტი გვყავს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პარლამენტარმა, გუბაზ სანიკიძემ „ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
„ორი ხელით მუშაობას ბიძინა ივანიშვილი, ერთი ხელი არის ბნელი მხარე არქაული მხარე ჩვენი საზოგადოების, ეს არის ღარიბაშვილი და აქეთ ვითომ რაღაც სინათლე, ვითომ ევროპისკენ, თან საფრანგეთიდან არის ჩამოსული ქართული ემიგრაციის ლოგიკური შედეგია. რა ემიგრაციაც იყო, ისეთი პრეზიდენტი გვყავს ახლა, მაშინდელი სოციალ-დემოკრატების, აქ კიდევ ვიღაცები გამოჩნდებიან – რას ერჩიანო. ნოე ჟორდანიას ბრალია, რაც ამ ქვეყანას მთელი მე-20 საუკუნე სჭირდა. „ვეფხისტყაოსანი“ იქ რომ წაიკითხა და უი, რა კაი ყოფილაო“, – აღნიშნა გუბაზ სანიკიძემ.