გუბაზ სანიკიძე - მიხეილ სააკაშვილი დასავლეთის ვარსკვლავი იყო აღმოსავლეთში
გუბაზ სანიკიძე - მიხეილ სააკაშვილი დასავლეთის ვარსკვლავი იყო აღმოსავლეთში

სააკაშვილი არის არაჩვეულებრივი პერსონა, დასავლეთის ვარსკვლავი იყო აღმოსავლეთში, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა გუბაზ სანიკიძემ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

გუბაზ სანიკიძის თქმით, „დასავლეთს მიშასთან დაკავშირებით ვალი აქვს გასასტუმრებელი“.

„მიხეილ სააკაშვილი უკვე ივანიშვილის თემა აღარ არის. მე რატომღაც მგონია, რომ სააკაშვილის საკითხი არის ორი სუბიექტის – ქართველი ხალხის და დასავლეთის. კაცი 3 ლარზე გაიყიდა, ისიც მოქალაქეა და ილია ჭავჭავაძეც მოქალაქე იყო? დემოკრატიას ეს მინუსი აქვს, ყველა თანაბარია, მაგრამ არ იწონება ის ხმა, არადა ხმა უნდა იწონებოდეს, მე რომ მკითხოთ.

სხვათა შორის, ათენში ხმის მიცემის უფლება არ ჰქონდა ღატაკს, ბიძინა ივანიშვილის მთავარი მოკავშირეები არიან ღატაკები.

ჩვენი ქვეყანა არის შეჩერებული და აჩერებს ამას ერთი კაცის ნება კი არა, ამ ერთს კაცს ხელს უწყობს ათიათასობით კაცი. გამყალბებლებს ხომ უყურებთ, მასწავლებლები არიან მათ შორის, ჭაღარა ხალხია, უფროსი თაობა შვრება ამას, ხალხო. დაუკვირდით, კომისიის წევრებად წამლად ერთ ახალგაზრდას ვერ ნახავთ. ახალგაზრდები არ ეკარებიან ამ ხელისუფლებას, მაგრამ უფროსი თაობა მონაწილეობს ქვეყნის დაქცევაში. ასე მამები და ბაბუები არ იქცევიან, როგორც უბნებთან იქცეოდნენ. ამ ხნის ხალხში, ჭაღარა ხალხი ტყუილებს ლაპარაკობს და ჩოხიანი კაცები დასდევენ ჟურნალისტებს. აი, ამნაირი ქვეყანაა.

ბიძინას გამოსავალი არ აქვს. ფაქტობრივად, ის არის კუთხეში მომწყვდეული. პრობლემები დაუგროვდა. მეორე ტურის პრობლემა აქვს სერიოზულად, მაგრამ მთავარი პრობლემა, რასაც ჰქვია, ვისი პირუტყვული შიშიც აქვს, ის პერსონა აქ არის, მას უზის ციხეში და ეს პერსონა შიმშილობს. ეს ასე არ ჩაივლის, სააკაშვილი არ არის ჩვეულებრივი პერსონა, ის არის არაჩვეულებრივი პერსონა, ცნობადობის, ღვაწლის, დამსახურების, რაღა შორს წავიდეთ – დასავლეთის ვარსკვლავი იყო აღმოსავლეთში. ამიტომ დასავლეთს ვალი აქვს გასასტუმრებელი მიშასთან დაკავშირებით“, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.