გუბაზ სანიკიძე - მიხეილ სააკაშვილი არის ჰაველისა და ჩე გევარას ნაზავი, ახალ ნელსონ მანდელას იღებთ, რომელიც ბოლოს მოგიღებთ
გუბაზ სანიკიძე - მიხეილ სააკაშვილი არის ჰაველისა და ჩე გევარას ნაზავი, ახალ ნელსონ მანდელას იღებთ, რომელიც ბოლოს მოგიღებთ

მიხეილ სააკაშვილი არის ჰაველისა და ჩე გევარას ნაზავი. ორივეს უნარი აქვს; აქვს რეფორმების უნარი და აქვს ბრძოლის უნარი, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გუბაზ სანიკიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ქცევა ღირსეულია და მისი ქვეყანაში შემოსვლა და თავგანწირვა საქართველოს ისტორიაში შევა.

„საქართველოს ისტორიისთვის ღირსეული ქცევაა, რასაც ახლა სააკაშვილი აკეთებს. საქართველოს ისტორიაში შევა ან მისი შემოსვლა, ან მისი ასეთი თავგანწირვა. ეს დარჩება უკვე ლეგენდად ამ ქვეყანაში. კაცი არის ჰაველისა და ჩე გევარას ნაზავი. ორივეს უნარი აქვს; აქვს რეფორმების უნარი და აქვს ბრძოლის უნარი. ეს არის ლეგენდარული ამბავი, როგორ ბრუნდება მამისეულ სახლში, თავის სამშობლოში მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, თავისი ტრაგიზმითა და დრამატიზმით აღსავსე, მაგრამ ამ ქვეყნისთვის მებრძოლი.

როცა არის ლაპარაკი, რომ ცოდოა მიშაო, ხალხო, არსებობენ ადამიანები, რომლებზედაც არ შეიძლება, თქვათ „ცოდო“. სააკაშვილი ეკუთვნის იმ ადამიანების რიცხვს, რომლებიც კვდებიან ფეხზე და მებრძოლები. სააკაშვილს არაფერი საცოდავი არ აქვს. საცოდავი არის ეს ხელისუფლება. მიშა რომ მაგარია, დედამიწაზე ახლა ორი კაცი არ არის მასეთი მაგარი, ისეთი გამაგრებული და შეუპოვარია. ფანჯრები ამოუქოლეთ, მზის სხივს აღარ აჩვენებთ. ახალ ნელსონ მანდელას იღებთ უკვე, რომელიც ბოლოს მოგიღებთ მერე“, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.