გუბაზ სანიკიძე - მეორე ფრონტი გახსნა ალიევმა და დაამთავრა, რაღაც მაინც ვისწავლოთ, ჩვენი მეზობლები არიან
გუბაზ სანიკიძე - მეორე ფრონტი გახსნა ალიევმა და დაამთავრა, რაღაც მაინც ვისწავლოთ, ჩვენი მეზობლები არიან

მეორე ფრონტი გახსნა ალიევმა და დაამთავრა. რაღაც მაინც ვისწავლოთ, ჩვენი მეზობლები არიან, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გუბაზ სანიკიძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, მაგალითი უნდა აიღონ, რა დაუჯდათ ქვეყნებს რუსეთთან მოკავშირეობა.

„წარმოგედგინათ ის, რომ უკრაინა უტევს ახლა რუსულ არმიას და რუსული არმია იცავს თავს? ხომ გეგონათ, სამ დღეში კიევში დროშის აფრიალება და ალბათ ერთ კვირაში თბილისში დახვდებოდით ტაშფანდურით, სუფრების გაშლით. ხომ ვიცი, რომ მზად იყავით ამისთვის, მაგრამ არსებობს საღვთო და საკაცო კანონი. რუსეთი ვერც საღვთო კანონით მოიგებს და ვერც საკაცო კანონით. აგერ, დაკარგა სომხეთი, ყველაზე ერთგული და ლოიალური მოკავშირე. მეორე ფრონტი უნდათ აქ – მეორე ფრონტი გახსნა ალიევმა და დაამთავრა. რაღაც მაინც ვისწავლოთ, ჩვენი მეზობლები არიან.

აზერბაიჯანლებმა ექვსი წლის ასაკიდან ბავშვების გაზრდა დაიწყეს სკოლაში, აქ აფხაზეთის და ცხინვალის ხსენება ტერორიზმად, რადიკალიზმად ითვლება. რამდენი წელია, აღარ გვიხსენებია და მარტო მიტინგზე ახსენეს ჩვენმა ახალგაზრდებმა სოხუმი და ცხინვალი და რა არ დააბრალეთ. დიდი პრეცედენტი მოხდა, ტერიტორიული მთლიანობა აღიდგინა ჩვენმა მეზობელმა და მეგობარმა ქვეყანამ. სამწუხაროდ, ჩვენმა მეზობელმა და მეგობარმა სომეხმა ხალხმა სწორი არჩევანი ვერ გააკეთა სტრატეგიული მოკავშირის არჩევის დროს. მერამდენედ უკვე. დაიცლება ახლა ყარაბაღი სომხებისგან, ოღონდ ეთნოწმენდა არ იქნება. გაკეთებულია დიდი ფონდი და სომხებს, რომლებიც დატოვებენ ყარაბაღს, დიდ კომპენსაციას გადაუხდის ალიევი. აი, რა მოიტანა შეცდომამ, რა მოიტანა რუსეთის მოკავშირეობამ, რა მოუტანა ჩვენს სამხრეთ მეზობელ ხალხს. ტალანტების ქვეყანაა, მაგრამ, სამწუხაროდ, ისტორიულად, სწორ გეოსტრატეგიულ არჩევანს ვერ აკეთებდნენ. ამიტომ იყო, რომ მეთერთმეტე საუკუნეში დაკარგეს სახელმწიფო. იგივე გველოდება. მაგალითი არ უნდა აიღოთ? „ქოცებო“, ამომრჩევლებო, სიმართლეს და ტყუილს რომ თქვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, ნახეთ რუსეთის მოკავშირეობა რა დაუჯდა სომხეთს? და რა დაუჯდება სხვებს. „ოდეკაბე“ დაიშლება წელს, სომხეთი უახლოეს პერიოდში აპირებს გასვლას „ოდეკაბედან“, უსაფრთხოების სისტემიდან და ყაზახეთი არის რიგში“, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.