გუბაზ სანიკიძე - ჩვენ ვერცხლის მედალი გვაქვს, პირველ ადგილზე უკრაინელები არიან, ისინი იმსახურებენ გამარჯვებას და მერე ჩვენ
გუბაზ სანიკიძე - ჩვენ ვერცხლის მედალი გვაქვს, პირველ ადგილზე უკრაინელები არიან, ისინი იმსახურებენ გამარჯვებას და მერე ჩვენ

ოპოზიციონერი დეპუტატი გუბაზ სანიკიძე ევრო 2024-ზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრების გასვლას გამოეხმაურა.

ამასთან, როგორც სანიკიძემ აღნიშნა, თუ ვინმე იმსახურებს გამარჯვებას და პირველ ადგილს, ეს უკრაინელები არიან.

„ერთი რამ დავინახე, თითქმის მთელი მსოფლიო ჩვენ მხარეს იყო. ვნახე, უცხოური, ევროპული შეფასებები. დიდება უფალს, მადლობა ღვთისმშობელო დედაო.

ვინმე თუ იმსახურებს ახლა გამარჯვებას, ჩვენ ვერცხლის მედალი გვაქვს, პირველ ადგილზე უკრაინელები არიან. ისინი იმსახურებენ გამარჯვებას და მერე ჩვენ“, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ „ფორმულას“ ეთერში.