გუბაზ სანიკიძე - არ მაქვს უფლება, მიხეილ სააკაშვილს რამე ვურჩიო, ეს მისი მორალური და პოლიტიკური აქტია
გუბაზ სანიკიძე - არ მაქვს უფლება, მიხეილ სააკაშვილს რამე ვურჩიო, ეს მისი მორალური და პოლიტიკური აქტია

არ მაქვს უფლება, მიხეილ სააკაშვილს რამე ვურჩიო, ეს მისი მორალური და პოლიტიკური აქტია, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გუბაზ სანიკიძემ მიხეილ სააკაშვილის მონახულებამდე ჟურნალისტებს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან განუცხადა.

გუბაზ სანიკიძის თქმით, აინტერესებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და აღნიშნა, რომ კომენტარს მედიასთან მისი მონახულების შემდეგ გააკეთებს.

„მაქვს ჩემი სათქმელი პრეზიდენტთან. ახლა ვერ ვიტყვი, რაზეც უნდა ვისაუბროთ. როგორც ჩანს, ამასაც აქვს თავისი სათქმელი, ამიტომ, როდესაც მოვინახულებ, შემდეგ გეტყვით. ეს არის პოლიტიკური დევნა. ხელისუფლება რაც არ უნდა გავაფრთხილოთ, ჭკუაზე არ არიან, ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვება ამას, თუ მიხეილ სააკაშვილის ნების საწინააღმდეგოდ რაიმე ნაბიჯს გადადგამენ. მე არ მაქვს უფლება, მიხეილ სააკაშვილს რამე ვურჩიო, ეს მისი მორალური და პოლიტიკური აქტია. სააკაშვილს ჰყავს პირადი მტერი ვლადიმერ პუტინის სახით, პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე დიდი შიში და გულისყრები პუტინს აქვს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, არ გამოვრიცხავ, რომ რუსული სპეცსამსახურები იყვნენ ჩართული ამ საქმიანობაში. ის, რაც სააკაშვილმა თქვა, აუცილებლად სათქმელი იყო“, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.