გუბაზ სანიკიძე - არ იქნება სააკაშვილი და კეთილი იყოს დაბრუნება ლეკიანობაში, გამოყრიან იმ თქვენს ცოლებს საზღვარგარეთიდან, მონებად რომ მუშაობენ, ტყვეთა ყიდვა აღდგება, ერთმანეთს ბავშვებს მოვპარავთ და გავყიდით
გუბაზ სანიკიძე - არ იქნება სააკაშვილი და კეთილი იყოს დაბრუნება ლეკიანობაში, გამოყრიან იმ თქვენს ცოლებს საზღვარგარეთიდან, მონებად რომ მუშაობენ, ტყვეთა ყიდვა აღდგება, ერთმანეთს ბავშვებს მოვპარავთ და გავყიდით

ვისაც არ მოსწონს სააკაშვილის წამება და მაინც ტელევიზორთან ზის, თანამონაწილეები ხართ ყველა, სეირის ყურებას გადავეჩვიოთ. ძალიან ძვირად დაგიჯდებათ ტელევიზორებთან ჯდომა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა გუბაზ სანიკიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ხალხი ქუჩაში უნდა გამოვიდეს და აქციებს შეუერთდნენ.

„ტელევიზორებთან ვეღარ დაჯდებით მარტივი მიზეზით, რომ დენიც წავა უკვე, გამოგვთიშავენ, უკვე დავუბრუნდებით 90-იან წლებს. ევროკავშირის ქვეყნებში ვიზებს გაგვიუქმებენ. ძვირფასო ემიგრაციავ, ვინც ხართ მად, გაგიუქმებენ ვიზებს და გამოგყრიან ყველას აქ. არ იქნება მიხეილ სააკაშვილი და კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება ლეკიანობაში. არც ტელევიზორი გექნებათ, არც ტანსაცმელი, იქნებით ისეთივე დაკონკილები, როგორც იყავით 801 წელში. ქალამნებით ივლით და გეყოლებათ ბიძინა. ჩამოვიდა კაცი, თავი აქვს გადადებული, ჩამოვიდა, სადა ხართ? გამოდით ქუჩაში და დაიცავით თქვენი მომავალი, თუ ხალხი ხართ, თუარადა, იქნებით საქართველოს მოსახლეობა. გამოყრიან იმ თქვენს ცოლებს მალე საზღვარგარეთიდან, ლუკმა-პურის საშოვნელად მონებად რომ მუშაობენ, გამოგიყრიან იმ ევროპიდან სუყველას.

ხელისუფლებას პატარა მიტინგებზე უნდა პროვოკაციის მოწყობა, თორემ ასი ათასი კაცი რომ შეიკრიბებოდეს კიდევ ერთხელ, იქ ვერაფერს გაბედავს. საქმეც მაგაშია, ყველა ეკითხება, ოპოზიცია რას აპირებს, პოლიტიკოსები რას შვებიან, აღარც ოპოზიცია არის, აღარც პოლიტიკოსები არიან, არავინ აღარ არიან, არის მე-11 წითელი არმია შემოსული ისევ და სერგო ორჯონიკიძე ზის აგერ, რა პარტიებს არჩევთ კიდევ? მოგვიღებს ბიძინა ივანიშვილი ბოლოს, რუსეთი ადრე რომ გინახავდათ, კიაღარ შეგინახავთ, გამოხრულ ძვალს გამდოგიგდებთ თვეში ერთხელ. ახლა ხორბალზე გაგიზრდიან ფასს კიდევ, სულს ამოგვხდიან. ცოტა ხანში ტყვეთა ყიდვა აღდგება საქართველოში, ერთმანეთს ბავშვებს მოვპარავთ და გავყიდით, ბაზარი თუ გამოჩნდა სადმე“, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ „ტვ პირველის“ ეთერში.