The Guardian - ნოემბერში „ბრექსითის“ საკითხზე ევროკავშირის რიგგარეშე სამიტი გაიმართება
The Guardian - ნოემბერში „ბრექსითის“ საკითხზე ევროკავშირის რიგგარეშე სამიტი გაიმართება

მიმდინარე წლის ნოემბერში „ბრექსითის“ საკითხზე ევროკავშირის რიგგარეშე სამიტი გაიმართება. როგორც გამოცემა The Guardian-ი წერს, სამიტის გამართვის შესახებ ევროკავშირის ლიდერები ოფიციალურად მომავალ კვირას ზალცბურგში დაგეგმილი შეხვედრისას გამოაცხადებენ. დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის საკითხზე სამიტი სავარაუდოდ 13 ნოემბერს გაიმართება.

19-20 სექტემბერს ავსტრიაში დაგეგმილ შეხვედრაზე ევროპელი მაღალჩინოსნები დიდ ბრიტანეთთან მოლაპარაკებების პროცესს განიხილავენ.
ევროკავშირის მორიგი სამიტი 18-19 ოქტომბერს გაიმართება. ევროკავშირის ლიდერები ითხოვენ, რომ აღნიშნულ თარიღამდე მიღებული იყოს გადაწყვეტილება ირლანდიასა და ჩრდილოეთ ირლანდიასთან საზღვართან დაკავშირებით.