მადრიდის „ატლეტიკოს“ ფორვარდმა, ანტუან გრიზმანმა პარიზის ოლიმპიადაზე თამაშის სურვილი გამოთქვა, 32 წლის ფეხბურთელის სიტყვებით, ის განიხილავს ამ შესაძლებლობას კლუბის ხელმძღვანელობასთან.
„ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ პარიზის ოლიმპიადაზე ვითამაშო. ეს რაღაც განსაკუთრებულია. მოლაპარაკებებს გავმართავ „ატლეტიკოს“ ხელმძღვანელობასთან, რათა გავიგო, გამიშვებენ თუ არა ოლიმპიადაზე სათამაშოდ“, – მოჰყავს გრიზმანის სიტყვები გაზეთ Le Monde-ს.
ოლიმპიადის საფეხბურთო ტურნირზე ნებისმიერი ნაკრების განაცხადში შეიძლება იყოს 23 წელს გადაცილებული სამი ფეხბურთელი. ზაფხულის თამაშები 26 ივლისიდან 11 აგვისტომდე გაიმართება.