გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 ოქტომბრიდან დაიწყება
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 ოქტომბრიდან დაიწყება

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 ოქტომბრიდან დაიწყება, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა.

მისი თქმით, წელს სახელმწიფო 100 ათას ადამიანს აცრის.

გამყრელიძის თქმით, პირველ რიგში, აიცრებიან რისკ ჯგუფებში შემავალი მოქალაქეები.

„წელს მთელს მსოფლიოში გვიან გაიცა რეკომენდაცია, თუ რომელი შტამის ვაქცინები უნდა დამზადებულიყო, რის გამოც გარკვეული ვადით გადაიწია ვაქცინების დამზადებისა და შესაბამისად, მოწოდების თარიღმა. ამიტომ ჩვენთან ვაქცინა შემოვა 15 ოქტომბრისთვის, განსაზღვრულია რისკ ჯგუფები, ვისზეც უნდა გაიცეს აღნიშნული ვაქცინა. ყველა მუნიციპალიტეტიდან, ყველა ქალაქიდან ჩვენთან გროვდება სიები ადამიანებისა, ვინც წელს უნდა აიცრან გრიპზე გეგმურად. წელს სახელმწიფო 100 ათას ადამიანს აცრის. პროცესი 15 ოქტომბრიდან დაიწყება. გრიპის სეზონი ევროპაში და ჩვენთანაც იწყება მეორმოცე კვირიდან, დაახლოებით ნოემბრის შუა რიცხვებიდან“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.