გრინვუდმა ისევ გაიბრწყინა და „მანჩესტერ იუნაიტედს“ ქულა გადაურჩინა

12:39, 16.12.2019

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ახალგაზრდა ფეხბურთელმა მეისონ გრინვუდმა კიდევ ერთხელ გაიბრწყინა მოედანზე და თავისი გუნდი ევერტონთან შინ წაგებას გადაარჩინა.

მატჩის 36-ე წუთზე ანგარიში სტუმრებმა გახსნეს, თუმცა ეს არა უშუალოდ მათ, არამედ მასპინძელთა ფეხბურთელმა ვიკტორ ლინდელოფმა გააკეთა, რომელმაც ბურთი საკუთარ კარში გაიტანა. მანჩესტერელებმა ანგარიშის გათანაბრება მეორე ტაიმშიღა მოახერხეს, როდესაც 77-ე წუთზე გრინვუდმა დევიდ ჯეიმსის გადაცემით ისარგებლა და მეტოქის კარი აიღო.

თამაში 1-1 დასრულდა და მანჩესტერი სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილზეა.

რაც შეეხება ევერტონს, ამ გუნდს სერიოზული პრობლემები აქვს, მე-16 ადგილზე იმყოფება და გასავარდნ ზონას მხოლოდ სამი ქულით უსწრებს. გუნდს ამჟამად დროებითი მთავარი მწვრთნელი ჰყავს, დანკან ფერგიუსონი, რომელიც გუნდთან ხანგრძლივი კონტრაქტის გაფორმებას ერიდება. მერსისაიდელები მის ადგილას რამდენიმე ვარიანტს განიხილავენ.

 

მსგავსი