„გრინსერვის პლუსის“ დირექტორმა, ლაშა ფურცხვანიძემ და თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა, გიგა გიგაშვილმა პოლიციის განყოფილება დატოვეს
„გრინსერვის პლუსის“ დირექტორმა, ლაშა ფურცხვანიძემ და თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა, გიგა გიგაშვილმა პოლიციის განყოფილება დატოვეს

ვაკის პარკში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით, ვაკე-საბურთალოს პოლიციაში გამოკითხვები ამ დროისთვის დასრულდა.

„გრინსერვის პლუსის“ დირექტორმა ლაშა ფურცხვანიძემ და თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა გიგა გიგაშვილმა პოლიციის განყოფილება დატოვეს. ისინი გამოკითხვაზე ჯერ კიდევ გუშინდელი დღის შემდეგ იმყოფებოდნენ.

13 ოქტომბერს, ვაკის პარკში თამაშისას ბავშვებს ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მისი ამოღების დროს, სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. სამივე დაშავებული კლინიკებში გადაიყვანეს. ერთ-ერთი მოზარდი, 13 წლის გოგონა კლინიკაში გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.