გრიგორი კარასინი - თბილისის აეროპორტში მომწამვლელი ნივთიერების გაჟონვის ფაქტს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოსთან ერთად იკვლევს
გრიგორი კარასინი - თბილისის აეროპორტში მომწამვლელი ნივთიერების გაჟონვის ფაქტს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოსთან ერთად იკვლევს

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომწამვლელი ნივთიერების გაჟონვის ფაქტს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოსთან ერთად იკვლევს. ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა განაცხადა.

„საქართველოში შვეიცარიის საელჩოში განთავსებული რუსეთის ინტერესების სექცია მუდმივ კონტაქტზე იმყოფება, პირველ რიგში, შვეიცარიის ელჩთან, რომელიც ჩვენს ინტერესებს წარმოადგენს და მეორე მხრივ, საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასთან, რომ დავადგინოთ 2 ივლისს თბილისის აეროპორტში მომხდარი ინციდენტის ყველა დეტალი“ – აღნიშნა კარასინმა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომწამვლელი ნივთიერების დაღვრის გამო, რამდენიმე ადამიანი მოიწამლა. ინციდენტთან დაკავშირებით რუსეთის მოქალაქეა დაკავებული.