გრიგორი კარასინი - შეზღუდვების ვადაზე კონკრეტულ პირობებს არასოდეს ვაყენებთ, თუ სიტუაცია ინტელიგენტურად იქნება, ყველაფერი გაირკვევა
შეზღუდვების ვადაზე კონკრეტულ პირობებს არასოდეს ვაყენებთ, თუ სიტუაცია ინტელიგენტურად იქნება, ყველაფერი გაირკვევა, – განაცახადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა საქართველოსთან დაკავშირებით საუბრისას. მისი თქმით, ეს შეზღუდვები არ არის სანქციები.
„რაც შეეხება შეზღუდვებს, სიტყვა სანქცია აბსოლუტურად არასწორია. ეს იყო ადეკვატური რეაქცია იმ საფრთხეებზე, რომლებსაც პოტენციურად შეეძლო, ეარსება ჩვენი ტურისტებისთვის. კარგია, რომ საფრთხეები ჯერჯერობით არ არსებობს, მაგრამ ისინი ნებისმიერ დროს შეიძლება გაჩნდეს, როდესაც ისმის ისეთი მოწოდებები, როგორიც მაგალითად, ისმოდა თქვენი დეპუტატის ბობაშვილის (აკაკი ბობოხიძე) მხრიდან.
ბევრი უპასუხისმგებლო განცხადება ისმის, ამ ატმოსფეროში სახელმწიფომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, რომ მისი მოქალაქეები არ დაზარალდნენ.
რაც შეეხება შეზღუდვების ვადას, ეს ყველაფერზეა დამოკიდებული, ჩვენ კონკრეტულ პირობებს არასოდეს ვაყენებთ. თუ სიტუაცია ნორმალიზდება, თუ ყველაფერი პროგნოზირებადი იქნება, რბილად და ინტელიგენტურად, მაშინ ყველაფერი გაირკვევა. რას ნიშნავს ინტელიგენტურად? – შევხედოთ ეს შემოქმედებითი საკითხია“, – განაცხადა გრიგორი კარასინმა.