გრიგორი კარასინი - საქართველოს გადასაწყვეტია, რას მოუხერხებს ანაკლიის პორტს, აშშ-ის ტონი არ გვაწყობს
გრიგორი კარასინი - საქართველოს გადასაწყვეტია, რას მოუხერხებს ანაკლიის პორტს, აშშ-ის ტონი არ გვაწყობს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი აცხადებს, რომ რუსეთს არ მოსწონს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადების ტონი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის შესახებ. ამის შესახებ რადიო „თავისუფლება“ იუწყება.

„ჩვენ დაინტერესებული ვართ საქართველოს, მისი ეკონომიკის, სოციალური, კულტურული და სხვა სფეროების განვითარებით. საქართველომ უნდა გადაწყვიტოს, თუ რა მოუხერხოს ანაკლიის პორტს. მაგრამ რაც რუსეთისა და ჩინეთის მიმართ ითქვა, სულაც არ არის ის ტონი, რაც ჩვენ გვაწყობს“, – განაცხადა გრიგორი კარასინმა 13 ივნისს პრაღაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის დაწყების წინ.

როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ 11 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, შეხვედრაზე მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველო დაასრულებს პორტის მშენებლობის პროექტს.

დატოვე კომენტარი