გრიგორი კარასინი – საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფება და მის ტერიტორიაზე ნატო-ს მასშტაბური სწავლებები რუსეთთან ურთიერთობების განვითარებას ხელს უშლის

00:50, 28.02.2019

საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფება და მის ტერიტორიაზე ნატო-ს მასშტაბური სწავლებების ჩატარება, რუსეთთან ურთიერთობების განვითარების პროცესს ხელს უშლის – ამის შესახებ გრიგორი კარასინმა რუსულ მედიას, ზურაბ აბაშიძესთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განუცხადა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, მოსკოვი დარწმუნებულია, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესების სრული მოცულობის სამუშაოსთვის მთავარი საფრთხე სწორედ აქ არის.

„რა თქმა უნდა, საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობების განვითარების პროცესში სირთულეები რჩება. მათ შორის მთავარია თბილისის ნატო-ს მიმართ არსებული დღის წესრიგი, საქართველოს ხელისუფლების მისწრაფება, რაც შეიძლება ახლოს იყოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან, საქართველოს ტერიტორიაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნების ჩატარება“, – აღნიშნა კარასინმა.

მსგავსი