გრიგორი კარასინი - რუსეთსა და საქართველოს შორის კონტაქტების დონის ამაღლების პირობები ჯერ არ მომწიფებულა
გრიგორი კარასინი - რუსეთსა და საქართველოს შორის კონტაქტების დონის ამაღლების პირობები ჯერ არ მომწიფებულა

რუსეთსა და საქართველოს შორის კონტაქტების დონის ამაღლების პირობები ჯერ არ მომწიფებულა, – ამის შესახებ რუსულ გამოცემა „ტასს“ რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრმა, გრიგორი კარასინმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს სპეციალურ წარმომადგენელთან, ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

გრიგორი კარასინის თქმით, რუსულ-ქართული კონტაქტების მაღალ დონეზე წარმართვის პირობები ამ დრომდე შექმნილი არ არის. რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრმა თქვა, რომ საქართველო სავარაუდოდ გამოიტანს დასკვნებს ზაფხულის მოვლენების შემდეგ, მსგავსი რამ აღარ განმეორდება და ამის შემდეგ მოხდება რუსეთთან ურთიერთობების განვითარება.

გრიგორი კარასინის განცხადებით, მოსკოვი მიიჩნევს, რომ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტში თავმჯდომარეობას საქართველო რუსეთთან ურთიერთობების დასარეგულირებლად გამოიყენებს და არა შემდგომი გართულებისთვის.