გრიგორი კარასინი - რუსეთი ყურადღებით აკვირდება საქართველოში ნატო-სა და აშშ-ის აქტივობებს, რაც გავლენას ახდენს მოსკოვისა და თბილისის ურთიერთობებზეც
გრიგორი კარასინი - რუსეთი ყურადღებით აკვირდება საქართველოში ნატო-სა და აშშ-ის აქტივობებს, რაც გავლენას ახდენს მოსკოვისა და თბილისის ურთიერთობებზეც

რუსეთი ყურადღებით აკვირდება საქართველოში, ასევე რეგიონში ნატო-სა და აშშ-ის აქტივობებს, რაც ასევე გავლენას ახდენს მოსკოვისა და თბილისის ორმხრივ ურთიერთობებზე, – ეს განცხადება რუსმა დიპლომატმა, გრიგორი კარასინმა რუსულ „რია ნოვოსტისთან“ საუბარში გააკეთა.

„ჩვენ ახლა ვხედავთ ქართულ პოლიტიკაში გარკვეულ ქმედებებს, რომლებიც არა პირდაპირ, თუმცა საერთო ჯამში გავლენას ახდენს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზე. კონკრეტულად, ჩვენ ვაკვირდებით რეგიონში ნატო-სა და აშშ-ის აქტივობას. სულ ცოტა ხნის წინ საქართველომ ნატო-სთან შეთანხმება განაახლა. ჩვენ, როგორც საქართვლოს მეზობელი ქვეყანა, დაინტერესებულები ვართ, რომ ვიცოდეთ დეტალები, რას მიაღწიეს თბილისმა და ნატო-მ“, – განაცხადა გრიგორი კარასინმა.