გრიგორი კარასინი - ქართველი პოლიტიკოსების რადიკალური ნაწილი ყველაფერს აკეთებს, რომ მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას ხელი შეუშალოს
გრიგორი კარასინი - ქართველი პოლიტიკოსების რადიკალური ნაწილი ყველაფერს აკეთებს, რომ მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას ხელი შეუშალოს

საქართველოში რადიკალურად განწყობილმა ოპოზიციამ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაზე რუსეთის დელეგაციის ვიზიტი სპეციალურად გამოიყენა არეულობის მოსაწყობად, – ამის შესახებ სააგენტო „ტასს“ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა განუცხადა.

„მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა, რომელიც დიდი ხნით ადრე იყო დაგეგმილი თბილისში, აშკარად გამოიყენა ოპოზიციის რადიკალურმა ნაწილმა, რომ მოეწყო საზიზღრობა ქუჩებში. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს ქართველი პოლიტიკოსების რადიკალური ნაწილის ემოციურ დაძაბულობას, რომელიც აკეთებს ყველაფერს, რომ მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას ხელი შეუშალოს“, – განაცხადა გრიგორი კარასინმა.

ამასთან, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილის თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ასამბლეის მონაწილეები არ დაშავებულან და სახლში დაბრუნდნენ.

„გავაგრძელებთ მეთოდურად, მშვიდად მუშაობას თბილისთან ჩვენი ურთიერთობების დალაგებისა და გააქტიურებისთვის“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.